ნეიმარი მესის: ,,ისე არ გამოვიდა, როგორც გვეგონა, მაგრამ ყველაფერი ვცადეთ''
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,პარი სენ ჟერმენის'' შემტევი, ნეიმარი სოციალურ ქსელში ლეო მესის დაემშვიდობა, რომელმაც გუშინ პარიზული გუნდის მაისურით ბოლო შეხვედრა ჩაატარა:
,,ძმაო, ისე არ გამოვიდა, როგორც გვეგონა, მაგრამ ყველაფერი ვცადეთ. შენთან ერთად კიდევ 2 წლის გატარება სასიამოვნო იყო.
წარმატებებს გისურვებ ახალ ეტაპზე და ბედნიერი იყავი. მიყვარხარ!'' - წერს ბრაზილიელი სოციალურ ქსელში.
2022-2023 წლების სეზონში მესიმ ,,პსჟ-ს” შემადგენლობაში ჩატარებულ 41 მატჩში 21 გოლი გაიტანა და 20 საგოლე გადაცემა მიითვალა.
არგენტინელს კარიერის გაგრძელების რამდენიმე ვარიანტი აქვს, მათ შორის ,,ალ ჰილალი'', ,,ინტერ მაიამი'' და ,,ბარსელონა'' არიან.