ნეიმარი: "მესი ჩემი მეგობარია, თუმცა ფინალში მტრები ვიქნებით..."
3 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"როგორც ყველა განცხადებაში და ინტერვიუში ვიძახი, ახლაც ვიტყვი, რომ ლეო მესი საუკეთესო ფეხბურთელია, ვინც კი ოდესმე მინახავს, ამასთანავე, იგი ჩემი დიდი მეგობარია, თუმცა ჩვენ ახლა ფინალში ვართ, გვიწევს ერთმანეთის წინააღმდეგ თამაში და ამ მატჩში მეგობრები ვერ ვიქნებით, ხვალინდელ მატჩში სტადიონზე "მტრები" ვიქნებით. ჩვენს შორის პატივისცემა დიდია, თუმცა გამარჯვება მხოლოდ ერთს შეუძლია".შეგახსენებთ, რომ ლეო მესი და ნეიმარი 2013-2017 წლებში გუნდელები იყვნენ, ისინი კატალონიის "ბარსელონაში" ერთად თამაშობდნენ. ნეიმარმა ესპანურ გრანდში 123 მატჩი ჩაატარა, სადაც თავი გოლით 68-ჯერ გამოიჩინა. ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში კი ნეიმარი 2010 წლიდან ირიცხება, სადაც 110 თამაშში იმდენივე გოლის გატანა შეძლო, რამდენიც ბარსელონაში (68).