Belive

"ბარსელონას გამო დიდ თანხაზე ვთქვი უარი" - ჟოაო ფელიქსი

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჟოაო ფელიქსი "ბარსელონას" ძალიან კარგად შეეწყო. ახალგაზრდა ფეხბურთელი კატალონიური კლუბის სისტემას მოერგო და თავს ბედნიერადაც გრძნობს. მან "ბლაუგრანას" მაისური უკვე სამჯერ მოირგო და სამ გოლთან ერთად ერთი საგოლე გადაცემაც მიითვალა. 

შეგახსენებთ, რომ ფელიქსი "ბარსელონაში" "ატლეტიკოდან" გადავიდა. პორტუგალიელის შეძენით არაბული კლუბებიც ინტერესდებოდნენ, თუმცა, მისი თქმით, დიდ თანხაზე თქვა უარი. 

"ბარსაში" თამაშის გამო დიდ თანხაზე ვთქვი უარი. მინდოდა, რომ თავი ბედნიერად მეგრძნო. ეს "ჩელსიში" ვცადე. ახლა იგივეს "ბარსელონაში" ვაკეთებ. - განაცხადა ფელიქსმა MD-სთან საუბრისას

ახალგაზრდა შემტევმა ისიც აღნიშნა, რომ მისი კატალონიაში დარჩენა ამ სეზონზე არის დამოკიდებული. 

საბოლოო კონტრაქტი 2024 წელს? ეს ამ სეზონზე არის დამოკიდებული. "ბარსას" "ატლეტიკოსთან" მოლაპარაკება შეუძლია, ვნახოთ თუ გაუადვილებენ საქმეს. მე ჩემს მაქსიმუმს გავაკეთებ - თქვა ჟოაომ

შეგახსენებთ, რომ ფელიქსი "ბარსელონას" "ატლეტიკოდან" იჯარის წესით შეუერთდა. აღსანიშნავია, რომ კონტრაქტში გამოსყიდვის პუნქტი არ არის შეტანილი.

სხვა სტატიები