ნეიმარი კვლავ ტრავმირებულია - "არ ვიცი ნაკრებს დავეხმარები თუ ვერა..."
,,სანტოსის'' ვარსკვლავმა, ნეიმარმა, ბრაზილიის პაულისტას ნახევარფინალური მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა და ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის შეძლებს 33 წლის სუპერვარსკვლავი მოედანზე დაბრუნებას.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ნეიმარმა "სანტოსში" გადასვლამდე უმძიმესი ტრავმა გადაიტანა, რის გამოც მან 9 თვე გამოტოვა, შემდეგ კი მშობლიურ კლუბში დაბრუნდა.
ტრავმის შესახებ ნეიმარმა თავად ისაუბრა.
"სამწუხაროდ, ბოლო კვირების განმავლობაში რაღაც ტკივილს ვგრძნობდი... ძალიან მინდოდა გუნდს დავხმარებოდი, დილით ტესტები ჩავიტარეთ, მაგრამ ისევ მძიმე ტკივილი ვიგრძენი.
სამწუხაროდ არ ვიცი ბრაზილიის ნაკრებს დავეხმარები თუ ვერა..." - ნეიმარი
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციამ 52 მოთამაშისგან შემდგარი სია გამოაქვეყნა, რომელთაგანაც 23 მათგანი, მარტში მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ეროვნული გუნდის განაცხადში მოხვდება.
ფეხბურთელთა შორის არის ნეიმარიც, რომელმაც მუხლის მძიმე ტრავმა გადაიტანა. მან, დაახლოებით, 9 თვე გამოტოვა, შემდეგ საუდის არაბეთი დატოვა და ამჟამად „სანტოსში“ თამაშობს.
მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონები, 23 მარტს კოლუმბიას, ხოლო 26 მარტს არგენტინას შეხვდებიან.