Belive

უპირატესობის მიუხედავად, ინგლისმა განას ვერ აჯობა

23 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინგლისისა და განას დაპირისპირება ფრედ, 0:0 დასრულდა. ინგლისი, მთელი თამაშის განმავლობაში, პირველ ნომრად თამაშობდა, მაგრამ "სამმა ლომმა" აფრიკელთა დაცვის წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო. მთლიანობაში, საკმაოდ მძიმე და ჩაკეტილი თამაში ვიხილეთ. პირველ ტაიმში, ინგლისს ბურთის ფლობის 80%-იანი მაჩვენებელი ჰქონდა, მაგრამ ამის მიუხედავად, კარში არ დაურტყამს. შეხვედრაში, პირველი კარში დარტყმა 57-ე წუთზე შედგა, როდესაც აფრიკელებს ენტონი გორდონი ემუქრებოდა, მაგრამ განელთა მეკარემ, ბენჟამინ ასარემ, მისი დარტყმული პირდაპირ ხელებში დაიჭირა.

შეხვედრის ყველაზე სახიფათო მომენტი, მატჩის მიწურულს, 85-ე წუთზე, ნიკო ო'რაილიმ შექმნა, მაგრამ რის ჯეიმსის ჩაწოდების შემდეგ, მისი დარტყმული ხარიხას მოხვდა, ხოლო დამატებაზე ვერც ჰარი კეინმა ივარგა.

ამ შედეგით, ინგლისი და განა, ჯგუფში პირველ და მეორე ადგილებს იყოფენ. ორივე ნაკრებს 4 ქულა აქვს. დღეს L ჯგუფის კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს ხორვატიისა და პანამის ნაკრებები დაუპირისპირდებიან. ხორვატია, პირველ ტურში ინგლისთან, ხოლო პანამა, განასთან დამარცხდა. დღეს ორივე ნაკრები თავისი პირველი ქულების აღებას ეცდება.

სხვა სტატიები