ნეიმარი დედის ახალ ურთიერთობასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს
4 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
როგორც მოგეხსენებათ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ "პსჟ"-ს ვარსკვლავის, ნეიმარის დედა მეუღლესთან განქორწინების შემდეგ ახალ ურთიერთობას იწყებს. ამ ამბავში მეტად უცნაური ამბავი არის ის, რომ ნადინე გონსალვესი 22 წლის ბიჭს ხვდება. ტიაგო რამოსი, რომელიც ნეიმარის პირადი გულშემატკივარია, ბრაზილიელ მოთამაშეზე 6 წლით უმცროსია.
აღნიშნული ინფორმაციის გასაჯაროვების შემდეგ, ნეიმარი სოციალურ ქსელში პირველ კომენტარს აკეთებს: "ბედნიერი იყავი, დედა. მიყვარხარ!"