Belive

ნედიმ ბაირამიმ ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა

3 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის B-ჯგუფის მატჩი, რომელშიც იტალიისა და ალბანეთის დაპირისპირება მიმდინარეობს, სენსაციურად დაიწყო.

ალბანეთის საფეხბურთო ნაკრების შემტევმა, ნედიმ ბაირამიმ იტალიელი ფეხბურთელების უყურადღებობითა და უხეში შეცდომით ისარგებლა და ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა. ბაირამიმ დონარუმას კარი 23-ე წამზე აიღო, რაც აბსოლუტური რეკორდია.

დღემდე, ევროპის ჩემპიონატებზე გატანილი ყველაზე სწრაფი გოლის ავტორი დმიტრი კირინჩენკო იყო. ევრო 2004-ზე რუსმა ფეხბურთელმა საბერძნეთის კარი 1:07 წუთზე აიღო.

ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში გატანილი ყველაზე სწრაფი გოლი, შეგიძლიათ აღნიშნულ ბმულზე იხილოთ.

სხვა სტატიები