ნათან აკე ემოციურ მიმართვას ავრცელებს
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"უკანასკნელი კვირები ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მძიმე აღმოჩნდა. მამა ძალიან ცუდად იყო და ვეღარაფრით დავეხმარებოდით. ჩემი საცოლის, ოჯახის წევრებისა და მეგობრებისგან უდიდესი მხარდაჭერა მივიღე. გუშინ, ჩემი ძმისა და დედის გვერდში ყოფნის დროს, მამა გარდაიცვალა. საკმაოდ მძიმე სიტუაციის მიუხედავად, ჩემპიონთა ლიგაზე პირველი გოლი გავიტანე. მას ჩემი თამაშის ყურება ყოველთვის აბედნიერებდა და სიამაყის გრძნობით აღავსებდა." "ვიცი, ყოველთვის ჩემთან იყავი და შენ მუდამ დარჩები ჩემს გულში. ეს გოლი შენ გეძღვნება", - აღნიშნა ნათან აკემ.