Belive

მატეო ლაოსი ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მსაჯი - მატეო ლაოსი, ესპანეთის ფეხბურთის პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს.

ამის შესახებ ინფორმაციას "Marca" ავრცელებს. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მატეო ლაოსს სურს, რომ ლუის რუბიალესი შეცვალოს, რომელიც ესპანეთის ფეხბურთის პრეზიდენტობის პოსტიდან სკანდალით გადააყენეს.

ლუის რუბიალესის პრეზიდენტობიდან გადაყენების შემდეგ, ამ წუთამდე ერთადერთი კანდიდატი - მატეო ლაოსია, თუმცა როგორც დაანონსებულია, რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება იმ ადამინების სია, რომლებიც პრეზიდენტობისთვის იბრძოლებენ.

საერთაშორისო დონეზე მსაჯობის გამოცდილებიდან გამომდინარე, ლაოსს კარგი ურთიერთობა აქვს სხვა ასოციაციებთან. გარდა ამისა, ამბობენ, რომ მას ბევრი უთანხმოება ჰქონდა რუბიალესთან, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი პრეზიდენტად არჩევა შეიძლება მნიშვნელოვანი ფაქტი იყოს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციისთვის.

შეგახსენებთ, რომ მატეო ლაოსმა სამსაჯო კარიერა რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად დაასრულა. მან ბოლო მატჩში საფრანგეთი - საბერძნეთის მატჩი იმსაჯა.

სხვა სტატიები