ნაპოლისთან საშინელი მატჩის შემდეგ, გულშემატკივრები ტრენტს დასცინიან
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
გუშინდელი შეხვედრის შემდეგ, "ლივერპულის" მარჯვენა მცველი მწვავე კრიტიკის ქვეშ მოექცა. "ნაპოლისთან" 4:1 მარცხში ალექსანდერ-არნოლდსაც მიუძღვის "წვლილი".
ინგლისელი მცველი ძალიან არადამაჯერებლად თამაშობდა და მისი მეწყვილე ჯო გომესიც ცუდად გამოიყურებოდა.
გუშინდელი მარცხის შემდეგ, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის სახელი Twitter-ზე ძალიან პოპულარული გახდა. გულშემატკივრები მცველს საშინლად აკრიტიკებენ და მის დასაცინად ბევრი მიმიც შეიქმნა.
გულშემატკივრების გარდა, ტრენტი ყოფილმა "სქაუზერმაც" გააკრიტიკა.
"როცა შეტევაში ადის უკან არ ბრუნდება, ეს უპატიებელია! - განაცხადა "წითლების" ლეგენდამ რობი ფაულერმა BT Sport-თან ინტერვიუში.