ნაპოლის პირველ ოფიციალურ შეკრებას ოსიმენიც ესწრება
ანტონიო კონტეს ბრძანებით, "კასტელ ვოლტურნოში" 'ნაპოლის' შეხვედრა ოფიციალურად დაიწყო. "კასტელ ვოლტურნოს" ტექნიკური ცენტრის კარი დღეს ანტონიო კონტეს დავალებით გაიღო და პირველად იკრიბებიან ფეხბურთელებიც.
სამედიცინო ტესტები და მსუბუქი ვარჯიში - ესაა დღის გეგმა. პირველი, ვინც დაახლოებით 8 საათზე ადგილზე იყო, ჟუან ჟესუსია, ბრაზილიელი, როგორც ყოველთვის, უნაკლო პროფესიონალიზმით გამოირჩევა. გუნდის პირველ შეკრებას ესწრება ვიქტორ ოსიმენიც. ბევრი საუბარია იმის შესახებ, რომ ნიგერიელი ამ ზაფხულს კლუბს დატოვებს და ყველაზე ხშირად მის ტრანსფერს საუდის არაბეთს უკავშირებენ. ყველაფრის მიუხედავად, ოსიმენს დღეს სამედიცინო შემოწმების გავლაც მოუწევს და ვარჯიშიც, მას ნაპოლისთან კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს.
8:45 საათიდან შეკრებაზე პოლიტანო, ლინდსტრომი, რაჰმანი და ოსტიგორი გამოჩნდნენ, ცოტა მოგვიანებით კი მათ ანგისა და ახალგაზრდა იაკარინო შეუერთდნენ.