🔥 და აი ისიც - #მატჩისდღე
🇬🇪 ერთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრას სტუმრად ბულგარეთში ვითამაშებთ !
📺 22:45, პირდაპირი რეპორტაჟი - 1 არხი
#მევარსაქართველო
საინტერესოა, რაზე საუბრობს ბულგარული მედია მატჩის წინ, რომელიც ამ შეხვედრას განსაკუთრებული მნიშვნელობით ხვდება.
ადგილობრივ პრესაში, გაზეთების მთავარ გვერდზე გამაფრთხილებელი სათაურებია გამოტანილი, რომელიც ძირითადად ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელს,
იასემ პეტროვს უკავშირდება და მიანიშნებს, რომ საქართველოს ნაკრებთან მარცხის შემთხვევაში მას თანამდებობის დატოვება მოუწევს.
რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, ბულგარულ მედიაში მთავარი აქცენტები ჩვენი გუნდის კარგ სათამაშო ფორმასა და კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე კეთდება. კონკრეტულად, ისინი ყველაზე დიდი ყურადღების გამოჩენას საკუთარი გუნდის ფეხბურთელებს ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ მოუწოდებენ, რომელსაც "ნაპოლის" მომავალ ვარსკვლავს უწოდებენ.
ასევე. ბულგარეთში საკმაოდ დიდ აქცენტს აკეთებენ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის ფაქტორზე, რომელსაც მიუნხენის "ბაიერნში" კარლო ანჩელოტის ასისტენტად აქვს ნამუშევარი.
საინტერესოა ისიც, რომ ყურადღება მახვილდება ეროვნული გუნდის გულშემატკივრებზეც, რომლებიც საქართველოს ნაკრებს რაზგრადშიც თან ახალია. სტატიაში მოხსენიებულია "დინამო არენაზე" გიბრალტარის წინააღმდეგ 43 000 ქომაგის დასწრების ფაქტორიც.
სტატიაში ახსენებენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს, სადაც მისი ბუნდესლიგური კარიერაა განხილული და მას როგორც გელზენკირხენის "შალკეს" ლეგენდად მოიხსენიებენ.
აქვე, შეგვიძლია დავამატოთ გულშემატკივრების დაინტერესება ქართველი ფეხბურთელების მიმართ. ადგილობრივი გულშემატკივრების ნაწილი სტადიონზე მისვლას მოუთმენლად ელის, რადგან მათ "ვალენსიას" მეკარის ნახვა სურთ.
მატჩის წინ, როგორც წინა სტატიაში მოგახსენეთ, საქართველოს ნაკრებში შესანიშნავი ატმოსფერო და ფიზიკური კონდიციებია. იმედი გვაქვს, ბულგარულ მედიაში, მატჩის შემდეგაც ქართული ფეხბურთის ქომაგისთვის სასიამოვნო სათაურებს ვიხილავთ...