Belive

ნაპოლის დირექტორი: ,,რუდი გარსიას ვენდობით, მაგრამ ვინც ფეხბურთში მუშაობს, შედეგზეა დამოკიდებული''

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ნაპოლის'' დირექტორმა, მაურო მელუზომ, განაცხადა, რომ ნეაპოლური გუნდის ხელმძღვანელობა მთავარ მწვრთნელს, რუდი გარსიას ენდობა. იტალიელმა ოსიმენთან კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივებაზეც ისაუბრა:

,,სამუშაო ეთიკის დაცვით სავარჯიშო მოედანზე წესრიგია. გვყავს რამდენიმე ტრავმირებული ფეხბურთელი და ასევე ფეხბურთელები, რომლებიც სანაკრებო პაუზის გამო, გვიან ჩამოვიდნენ, მაგრამ ვმუშაობთ და ვცდილობთ, ჭორებს თავი გავართვათ.

გარსიას ვენდობით, მაგრამ ვინც ფეხბურთში მუშაობს, შედეგზეა დამოკიდებული. მას დიდ პატივს ვცემთ, ფიორენტინასთან მარცხამდე ბევრი კარგი მატჩი ჩავატარეთ. გვინდა, რომ ფორმა აღვიდგინოთ.

რაც შეეხება ოსიმენის კონტრაქტს, მასსა და პრეზიდენტს შორის რამდენიმე კვირაში შეხვედრა იქნება. ეს თამაშის ნაწილია და ფიქრისთვის გარკვეული დროა საჭირო.'' - მაურო მელუზო

მიმდინარე სეზონში ოსიმენის ანგარიშზე ,,ნაპოლის'' მაისურით ჩატარებულ 10 შეხვედრაში 6 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები