ნაპოლის ახალი მთავარი მწვრთნელი რუდი გარსია იქნება
"ნაპოლიმ" ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდს ახალი მთავარი მწვრთნელი ჩაიბარებს. იტალიურ კლუბში ლუჩიანო სპალეტის რუდი გარსია ჩაანაცვლებს.
✍️ Rudi García è il nuovo allenatore del Napoli!
— Official SSC Napoli (@sscnapoli) June 15, 2023
Benvenuto Mister 👋 pic.twitter.com/aYjOVpGDP9
"მაქვს პატივი, რომ გამცნოთ, მრავალი შეხვედრის შემდეგ ბატონი რუდი გარსია "ნაპოლის" ახალი მწვრთნელი იქნება. მთელი გულით მივესალმები მას და წარმატებებს ვუსურვებ!" - განაცხადა გუნდის მფლობელმა აურელიო დე ლაურენტისმა.
შეგახსენებთ, რომ 59 წლის სპეციალისტს კარიერის ძირითადი ნაწილი საფრანგეთში აქვს გატარებული სადაც "სენტ-ეტიენს", "დიჟონს", "ლილს", "მარსელსა" და "ლიონს" წვრთნიდა. გარსიას იტალიაში აქამდეც უმუშავია. ის "რომას" 118 მატჩის განმავლობაში სათავეში ედგა. ბოლოს ის "ალ ნასრში" მუშაობდა, სადაც კრიშტიანუ რონალდუსთან კონფლიქტის გამო დაითხოვეს.