Belive

ფაბიო კანავარო კვარაცხელიაზე: ,,თანაგუნდელებს პატივი უნდა სცე''

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ფაბიო კანავარომ, ,,ნაპოლისა'' და ,,ბარსელონას'' ფრედ დასრულებულ მატჩზე ისაუბრა.

კაპელოს მსგავსად, ხვიჩა კვარაცხელია მოედნიდან გასვლისას გამოყენებული ჟესტების გამო, ,,ოქროს ბურთის'' მფლობელმაც გააკრიტიკა:

,,ოსიმენის გოლის დროს მცველმა უყურადღებოდ ითამაშა, ასეთ დროს მეტოქეს უნდა დაელოდო და არ უნდა წაიქცე... ნიგერიელი ნამდვილი ჩემპიონია, რომელსაც მატჩში უპირატესობის მოპოვება შეუძლია.

ლევანდოვსკის გოლი? როდესაც მცველი ბურთს ფეხებს შორის უშვებს, ეს მეკარეს კლავს. მცველებისთვის ნომერ პირველი წესია, რომ ბურთი ფეხებს შორის არ უნდა გაგიძვრეს.

კვარაცხელიას გაბრაზება ცვლილების შემდეგ? პატივი უნდა სცე თანაგუნდელებს, რომლებიც მოედანზე შემოდიან და შენსავით ყოველდღე ვარჯიშობენ. შესაძლოა, ახალ მწვრთნელს უნდა, რომ შანსი სხვა ფეხბურთელებსაც მისცეს. ასეთი დამოკიდებულება მწვრთნელისთვის შემაწუხებელია.'' - ფაბიო კანავარო

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში ,,ნაპოლიმ'' ,,ბარსელონას'' უმასპინძლა. მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელიც ნეაპოლური გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო, მოედანი 68-ე წუთზე დატოვა.

გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა 13 მარტს, კატალონიაში გაიმართება.

სხვა სტატიები