Belive

ნაპოლიმ ვიქტორ ოსიმენთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ნაპოლიმ'' გუნდის თავდამსხმელის, ვიქტორ ოსიმენის მიერ გამოხატულ უკმაყოფილებასთან დაკავშირებით, საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ კლუბს სოციალურ ქსელში განთავსებული ვიდეოთი ფეხბურთელის დაცინვა არ სურდა:

 

,,ყველანაირი სპეკულაციის თავიდან ასაცილებლად, გვინდა განვაცხადოთ, რომ ნაპოლის გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, ვიქტორ ოსიმენის დაცინვა და შეურაცხყოფა აზრად არ მოსვლია. ამის დასტური ისიცაა, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში კლუბმა ფეხბურთელის ტრანსფერის შესახებ მიღებული ყველა წინადადება უარყო.

სოციალური მედია, განსაკუთრებით ტიკ ტოკი, გამოირჩევა ამბის თხრობის შემოქმედებითი და კრეატიული სტილით, რომელიც დაცლილია ნებისმიერი სახის დაცინვისგან, როგორც ოსიმენის შემთხვევაში მოხდა.

ნებისმიერ შემთხვევაში, ვიქტორი თუ შეურაცხყოფილი დარჩა, ჩვენი მიზანი ეს არ ყოფილა.'' - წერია ნაპოლის განცხადებაში

,,ნაპოლის'' ტიკ ტოკ გვერდზე განთავსებული ვიდეოს შემდეგ, რომელიც უკვე წაშლილია, ოსიმენმა ინსტაგრამიდან გუნდთან დაკავშირებული თითქმის ყველა პოსტი წაშალა, მისმა აგენტმა კი განაცხადა, რომ სამართლებრივი დავის დაწყებასაც არ გამორიცხავდა.

ნიგერიელმა გუშინ ნეაპოლური კლუბის შემადგენლობაში ,,უდინეზეს'' წინააღმდეგ ითამაშა და გოლის გატანაც შეძლო.

სხვა სტატიები