ნაპოლიმ წააგო და პირველი ადგილი დაკარგა
1 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"ნაპოლის" საქმე ცუდად მისდის. სერია A-ს 26 ტურში ნეაპოლელები "კომომ" მიიღო და 2:1 დაამარცხა. ანტონიო კონტეს გუნდი დეკემბრის შემდეგ არ დამარცხებულა, თუმცა ბოლო 4 შეხვედრაში სამჯერ ითამაშეს ფრედ, ბოლოს კი დამარცხდნენ.
რაჰმანიმ საკუთარ კარში შეხვედრის მე-7 წუთზე გაიტანა, ზუსტად 10 წუთში რასპადორიმ წონასწორობა აღადგინა და სტუმრები უპირატესობასაც ფლობდნენ, თუმცა 77-ე წუთზე ასან დიაომ კომო წინ გაიყვანა და ანგარიში აღარ შეცვლილა.
ძირითადი პრობლემები მენტალიტეტთან დაკავშირებით გვაქვს. მთელი სეზონია დიდი წნეხის ქვეშ ვთამაშობთ, რადგან არავინ ელოდა ჩვენგან ლიდერობას. ახლა უნდა გავაანალიზოთ რა დაგვემართა მეორე ტაიმში, ბიჭებს დრო უნდა მივცეთ, არ უნდა შევშინდეთ. - განაცხადა ანტონიო კონტემ
26 ტურის შემდეგ, ნაპოლის 56 ქულა აქვს და ლიდერ "ინტერს" 1 ქულით ჩამორჩება. მომდევნო ტურის შეხვედრაში, ნაპოლი მარადონაზე სწორედ ინტერს მიიღებს, მატჩი პირველ მარტს გაიმართება.