ინსინიე: "ნაპოლის უფასოდ თამაშზე დავთანხმდი, მაგრამ სხვა არჩევანი გააკეთეს"
2 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
იტალიელი ფეხბურთელი, ლორენცო ინსინიე ამბობს, რომ მშობლიურ გუნდში, ნაპოლიში უფასოდ თამაშს აპირებდა, მაგრამ მათ სხვა არჩევანი გააკთეს.
"დაახლოებით 20 დღის წინ ჩემს აგენტს ნაპოლის დირექტორმა, ჯოვანი მანამ დაურეკა და მათ დაბრუნების შესაძლებლობა განიხილეს. ვუთხარი, რომ მზად ვიყავი, უფასოდ დავბრუნებულიყავი, მაგრამ მათ სხვა არჩევანი გააკეთეს.
გულთან ახლოს არ მიმიტანია, რადგან ჯერ კიდევ ნაპოლის დიდი გულშემატკივარი ვარ.
მწყინს, რომ ნაპოლი ცხრილში ლიდერს ცოტათი ჩამორჩა, მაგრამ იმედი მაქვს და მჯერა, რომ ისინი თავიანთ სათქმელს იტყვიან. გასული რამდენიმე თვის განმავლობაში გულშემატკივრების სიყვარული ვიგრძენი. ეს მახარებს, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ სკუდეტო არ მომიგია, ნეაპოლში 12 წლის განმავლობაში ჩემი კვალის დატოვება შევძელი", - ამბობს ლორენცო ინსინიე.
MLS-დან დაბრუნების შემდეგ ევროპის 2020 წლის ჩემპიონმა ფეხბურთელმა პესკარასთან ნახევარსეზონიანი კონტრაქტი გააფორმა. ლორენცო ინსინიეს ნაპოლის შემადგენლობაში 434 მატჩში 122 გოლი აქვს გატანილი და 95 საგოლე პასი გაკეთებული. 34 წლის ფეხბურთელმა ნაპოლისთან ერთად ორჯერ იტალიის თასი და ერთხელ სუპერთასი მოიგო.