Belive

ნაპოლიმ ევროტურნირებზე 6 გოლი პირველად გაუშვა

1 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში, პსვ ეინდჰოვენმა, საკუთარ მოედანზე ნაპოლი მიიღო და მეტოქეს 6:2 მოუგო. ანტონიო კონტეს გუნდს, საწყის 3 მატჩში უკვე მეორე წაგება აქვს (სიტისთან და პსვ-სთან).

ეს დამამცირებელი მარცხი, რომელიც ნაპოლიმ ნედერლანდელებთან განიცადა, კლუბის ანტირეკორდია - ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ნაპოლიმ ევროპულ ტურნირში ექვსი გოლი გაუშვა და ასევე პირველი შემთხვევა, როდესაც კონტეს გუნდმა ერთ თამაშში ექვსი გოლი გაუშვა (ნებისმიერ ტურნირზე).

ბოლოს, როდესაც „პარტენოპეიმ“ რომელიმე ტურნირზე ექვსი გოლი გაუშვა, სერია A-ში, 1997 წლის დეკემბერში სამპდორიასთან 6:3 წაგება იყო.

მთელი სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში, ანტონიო კონტემ, ჩემპიონთა ლიგაზე, მხოლოდ 16 გამარჯვება, 14 ფრე და 15 მარცხი დააგროვა, რაც საშუალოდ 1.38 ქულას შეადგენს თამაშში.

რაც მთავარია, კონტემ ვერასდროს გადალახა მეოთხედფინალური ეტაპი, აქ მოხვედრაც კი მან 2012/13 წლებში, იუვენტუსთან ერთად, პირველივე სეზონში მოახერხა. ამის შემდეგ, კონტე 2013/14 წლების სეზონში ჯგუფურ ეტაპს იუვენტუსთან ერთად გამოეთიშა, 2017/18 წლებში ჩელსისთან ერთად მერვედფინალამდე მიაღწია, 2020/21 წლების სეზონში ინტერის რიგებში ჯგუფურ ეტაპზე გავიდა, ხოლო 2022/23 წლების სეზონში ტოტენჰემი მერვედფინალამდე გაიყვანა.

სხვა სტატიები