Belive

ნაპოლიმ და ლიონმა მატჩების ბედი ქართველების გარეშე გადაწყვიტეს

1 კვირის წინ ფეხბურთი
2 წთ

ნაპოლის მარტივი გამარჯვება ლიდერების გარეშე

იტალიის თასის 1/16 ფინალში "ნაპოლიმ" პალერმოს" უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 5:0 გაანადგურა. ანტონიო კონტემ როტაციას მიმართა და გუნდის ლიდერები დაასვენა, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელია. ძირითად შემადგენლობაში მოხვედრილმა სირილ ნგონგემ პალერმოს 5 წუთიან მონაკვეთში შეუსრულა დუბლი - მე-7 და მე-13 წუთებზე. პირველი ტაიმის დასრულებამდე 3 წუთით ადრე ჟუან ჟესუსმა თითქმის მოუკლა ინტრიგა მეორე ტაიმს - 3:0.

პალერმოს სიტუაცია კიდევ უფრო გართულდა, როცა 58-ე წუთზე მოედნიდან 22 წლის ფეხბურთელი, ალიოშა ვაშიჩი გააძევეს. 10 წუთში დავიდ ნერშმა მეოთხე გოლი გაუტანა სტუმრებს. პალერმოს საქმე მატჩის ბოლო 15 წუთშიც არ შემსუბუქებია, კონტემ ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელების გამოყვანა გადაწყვიტა - მოედანზე ერთად შემოვიდნენ ლუკაკუ, მაკტომინეი და კვარაცხელია. 2 წუთში მაკტომინეიმ ლუკაკუს გადაცემით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. იტალიის თასზე, მერვედფინალში, ნაპოლის მეტოქე "ლაციო" იქნება.

ლიონმა ევროპა ლიგაზე პირველი შეხვედრა მოიგო

ევროპა ლიგაზე "ლიგის ფაზის" პირველი შეხვედრა ჩაატარა "ლიონმა". ფრანგებმა საკუთარ მოედანზე "ოლიმპიაკოსი" მიიღეს და 2:0 დაამარცხეს. გიორგი მიქაუტაძეს შეხვედრა ძიირითად შემადგენლობაში არ დაუწყია. ლიონი მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდა უპირატესობას, თუმცა პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

მასპინძლები რაიან შერკის 65-ე წუთზე გატანილი გოლით დაწინაურდნენ. მოედანზე 67-ე წუთზე ბენრაჰმა გამოვიდა, ალჟირელმა ფეხბურთელმა ზუსტად 4 წუთში ლიონის უპირატესობა 2-ბურთამდე გაზარდა. 75-ე წუთზე ლაკაზეტიმ მიქაუტაძე შეცვალა და ქართველს თამაშის საშუალება მიეცა, თუმცა მისი პირველი გოლი ისევ გადაიდო, შეხვედრაში გარდამტეხი აღარაფერი მომხდარა.

2 დღეში ლიონს საფრანგეთის ჩემპიონატში მე-6 ტურის შეხვედრა აქვს, მიქაუტაძე და მისი გუნდი სტუმრად, "ტულუზას" წინააღმდეგ ითამაშებენ.

სხვა სტატიები