ნაპოლიმ 2022/23 წლების სეზონის სათამაშო ფორმა წარადგინა
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
იტალიური ფეხბურთის ერთ-ერთმა გამორჩეულმა წარმომადგენელმა - "ნაპოლიმ" 2022/23 წლების სათამაშო ფორმა წარადგინა. ქართველი გულშემატკივრისათვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ნეაპოლიტანური კლუბის ახალი საშინაო ფორმის წარდგენაში მონაწილეობა ხვიჩა კვარაცხელიამაც მიიღო. "ნაპოლის" Instagram-ის ოფიციალურ გვერდზე, ახალი ფორმის წარდგენის ფოტოები გავრცელდა, რომელშიც გუნდის სხვა ვარსკვლავებთან ერთად, ხვიჩა კვარაცხელიაც მონაწილეობს. მაისურის შეძენა ნეაპოლური კლუბის ოფიციალურ "ფანშოპშია" შესაძლებელი და მისი ღირებულება €125 ევროს შეადგენს.
View this post on Instagram