Belive

ნაპოლი Vs მილანი - სავარაუდო შემადგენლობები Uefa.com-ის ვერსიით

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ხვალ, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში, ,,ნაპოლი'' ,,მილანს'' უმასპინძლებს.

უეფას ვებგვერდმა მატჩის წინ, გუნდების სავარაუდო შემადგენლობები გამოაქვეყნა. დისკვალიფიკაციის გამო, ნეაპოლელებს კიმი და ზამბო ანგისა დააკლდებათ, ტრავმის გამო კი ჯოვანი სიმეონე ვერ ითამაშებს.

,,ნაპოლის'' სავარაუდო შემადგენლობა Uefa.com-ის ვერსიით ასე გამოიყურება:

მერეტი - დი ლორენცო, რაჰმანი, ჟუან ჟესუსი, ოლივერა, ლობოტკა, ელმასი, ზელინსკი, ლოზანო, ოსიმენი, კვარაცხელია.

,,მილანის'' სავარაუდო შემადგენლობა:

მენიო - კალაბრია, ტომორი, კიაიერი, ტეო ერნანდესი, ტონალი, კრუნიჩი, დიასი, ბენნასერი, ლეაუ, ჟირუ.

,,ნაპოლისა'' და ,,მილანის'' შეხვედრა 23:00 საათზე დაიწყება. გუნდებს შორის გამართული პირველი მატჩი ,,როსონერის'' გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.

სხვა სტატიები