ნაპოლი მესამე კალათაში - ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრა 25 აგვისტოს გაიმართება
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
26 აგვისტოს, თურქეთში, კერძოდ კი სტამბოლში, ჩემპიონთა ლიგის 2022/2023 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა გაიმართება, რომელიც თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპისთვის 32-დან 29 კლუბი უკვე ცნობილია, დანარჩენი სამი კი დღეს გაირკვევა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2022/2023 წლების სეზონში ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს. ასევე ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს დავით ხოჭოლავას "კოპენჰაგენი".
- პირველი კალათა: "რეალი", "აინტრახტი", მანჩესტერ "სიტი", "მილანი", "ბაიერნი", "პსჟ", "პორტუ", "აიაქსი".
- მეორე კალათა: "ლივერპული", "ჩელსი", "ბარსელონა", "იუვენტუსი", "ატლეტიკო", "სევილია", "ლაიფციგი", ტოტენჰემი".
- მესამე კალათა: "დორტმუნდი", "ზალცბურგი", "შახტარი", "ინტერი", "ნაპოლი", "სპორტინგი", "ლევერკუზენი", "მარსელი".
- მეოთხე კალათა: "ბრიუგე", "სელტიკი", "ბენფიკა", "მაკაფი ჰაიფა", "პლზენი", ზაგრების "დინამო", "კოპენჰაგები", "რეინჯერსი".
ჩემპიონთა ლიგის 2022/2023 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩები 6/7 სექტემბერს აიღებს სტარტს, ფინალი კი 2023 წლის 10 ივნისს, სტამბოლში გაიმართება.