"ნაპოლი კვარაცხელიას ბრწყინვალე კონტრაქტს უმზადებს" - იტალიური პრესა
იტალიურ მედია საშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ნაპოლი" მზადაა კვარაცხელიას კოლოსალური ანაზღაურება შესთავაზოს და კონტრაქტი 5 წლით გაუხანგრძლივოს. წყაროს მტკიცებით მხარეთა შორის პრინციპული შეთანხმება უკვე მიღწეულია და უახლოეს მომავალში კვარა განახლებულ კონტრაქტს მოაწერს ხელს.
სხვადასხვა წყაროს მტკიცებით, ნეაპოლიტანური კლუბი ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტს 2028 წლამდე გაუხანგრძლივებს და ყოველწლიური ხელფასის სახით €4 მილიონს გადაუხდის.
აღსანიშნავია, რომ განახლებულ კონტრაქტზე ხელის მოწერის შემდეგ, კვარა "პარტენოპეის" მეორე ყველაზე მაღალანაზღაურებადი ვარსკვლავი გახდება. ამ დროისათვის "ნაპოლის" ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი ვიქტორ ოსიმენია.
🚨 Khvicha Kvaratskhelia 🇬🇪 VA PROLONGER avec Naples !
— Actu Foot (@ActuFoot_) March 29, 2023
Nouveau contrat de 5 ans avec un salaire annuel de 4 M€ nets bonus compris.
(@Santi_J_FM) pic.twitter.com/RaPkvrrptx
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას 2022/23 წლების სეზონში “ნაპოლის” შემადგენლობაში 30 მატჩში 14 გოლი აქვს გატანილი და 14 საგოლე პასი გაკეთებული. მის აქტივში ასევე 5 მოპოვებული პენალტია.