ნაპოლი ფროზინონესთან განადგურდა და იტალიის თასს გამოეთიშა
კოპა იტალიის მერვედფინალში ,,ნაპოლიმ'' ,,ფროზინონეს'' უმასპინძლა და 0:4 დამარცხდა.
მატჩში ანგარიში 65-ე წუთზე ენზო ბარენეჩეამ გახსნა, რომელმაც ლუკა გარიტანოს ზუსტი გადაცემით ისარგებლა. 5 წუთში ჯუზეპე კასომ ,,ფროზინონე'' წინ ორი ბურთით გაიყვანა, 90-ე წუთზე ვალიდ შედირამ პენალტი ზუსტად შეასრულა, საბოლოო ანგარიში კი ბოლო წუთზე აბდუ ჰარუიმ დააფიქსირა.
დღევანდელ შეხვედრაში სტუმართა ძირითად შემადგენლობაში ითამაშა გიორგი კვერნაძემ, რომელიც მოედნიდან პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ გაიყვანეს.
რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, ,,ნაპოლის'' ქართველი შემტევი მატჩში 64-ე წუთზე ჩაერთო.
,,ფროზინონე'' იტალიის თასის მეოთხედფინალში ტურინის ,,იუვენტუსისა'' და ,,სალერნიტანას'' წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
⏹️ Full time: #NapoliFrosinone 0-4
— Official SSC Napoli (@sscnapoli) December 19, 2023
💙 #ForzaNapoliSempre pic.twitter.com/scPHxxcQtv