Belive

ლივერპულის ახალი ტრანსფერი - ყველაზე ძვირადღირებული თინეიჯერი მეკარე ისტორიაში

12 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლივერპულმა გენკიდან პერსპექტიული მეკარე, ლუკა ბრიუგმანი იყიდა. Transfermarkt-ის ცნობით, მერსისაიდელებმა 18 წლის ფეხბურთელში ბელგიურ კლუბს 35 მილიონი ევრო გადაუხადეს.

ამ ტრანსფერით მან ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული თინეიჯერი მეკარის რეკორდი მოხსნა. წინა რეკორდი მაიკ პენდერსს ეკუთვნოდა, რომლის სანაცვლოდაც ჩელსიმ 20 მილიონი ევრო გადაიხადა.

ბრიუგმანი ინგლისში მომავალ ზაფხულს გადაბარგდება, მანამდე კი ამ სეზონს კვლავ გენკში გაატარებს.

გენკის სარეზერვო გუნდში 32 მატჩის ჩატარების შემდეგ, ბელგიელს მთავარ გუნდში დებიუტი 2026 წლის აპრილში ჰქონდა, სადაც ძირითად შემადგენლობაში ადგილი მალევე დაიმკვიდრა.

სხვა სტატიები