Belive

ნაპოლი და ოსიმენი ახალ კონტრაქტზე ჯერჯერობით არ შეთანხმებულან

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

გუშინ ,,ნაპოლის'' თავდამსხმელის, ვიქტორ ოსიმენის აგენტი, რობერტო კალენდა გუნდის პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს შეხვდა. ინფორმაციას Sky Sport-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მხარეები მოლაპარაკებებს კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მართავენ, თუმცა ფეხბურთელის აგენტმა დე ლაურენტისისგან სასურველი შეთავაზება ჯერჯერობით ვერ მიიღო.

საუბარია მაღალ ხელფასზე, რომელიც ნიგერიელს სხვა გუნდში გადასვლის შემთხვევაში, გარანტირებული ექნება.

პრეზიდეტნმა კალენდას ასევე შეატყობინა, რომ მზადაა, თავდამსხმელს 150 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელიოს, თუმცა ამ ეტაპზე ,,ნაპოლის'' მხოლოდ 100-მილიონიანი შეთავაზებები აქვს.

გასულ სეზონში ოსიმენმა ნეაპოლური კლუბის მაისურით ჩატარებულ 39 შეხვედრაში 31 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა. 24 წლის ფეხბურთელს ,,პარტენოპეისთან'' კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს.

სხვა სტატიები