Belive

ნაპოლი 22 წლის ცენტრალური მცველის ტრანსფერის გაოფიციალურების ზღვარზეა

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ანტონიო კონტეს მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის შემდეგ, "ნაპოლიმ" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურობა დაიწყო.

ლეონარდო სპინაცოლას სამედიცინო შემოწმების შემდეგ, "პარტენოპეიში" კიდევ ერთი სამედიცინო შემოწმებაა ჩანიშნული - იტალიურ სპორტულ მედია საშუალებებში გავრცელებული ინფორმაციით, უახლოეს საათებში ტესტებს რაფა მარინი ჩააბარებს და პროცედურების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, "ნაპოლი" 22 წლის ცენტრალურ მცველს შეიძენს.

რაფა მარინი მადრიდის "რეალის" აღზრდილია, თუმცა ძირითად გუნდში არასდროს უთამაშია. "რეალის" სარეზერვო გუნდში თამაშის შემდეგ, მარინი გასულ სეზონში "ალავესში" საიჯარო ხელშეკრულებით ასპარეზობდა. ესპანეთის ასაკობრივი ნაკრებების წევრის ტრანსფერი "ნაპოლის" 12 მილიონი ევრო დაუჯდება.

სხვა სტატიები