ბერნადუ სილვა: ,,რეალისთვის უარის თქმა შეუძლებელი იყო''
2 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ბერნარდუ სილვამ დღეს მადრიდის რეალთან ერთად პირველი ვარჯიში ჩაატარა.
პორტუგალიელი ნახევარმცველი ვარჯიშის დასრულების შემდეგ Realmadrid TV-ს ესაუბრა:
,,აქ ყოფნით უზომოდ ბედნიერი ვარ! ამ კლუბზე ლაპარაკი საჭიროც არ არის, რადგან ისტორია ყველაფერზე თავად მეტყველებს. ძალიან მიხარია, რომ ვიწყებ და ვეცდები, გუნდს მოგებებში დავეხმარო.
მოურინიო? ადრე მეტოქეები ვიყავით, ახლა კი ერთ მხარეს ვართ. ის არის მწვრთნელი, რომელიც პორტუგალიურ ფეხბურთში ძალიან ბევრს ნიშნავს. ბავშვობიდან ბევრს ვუყურებდით მის გუნდებს და მას პორტუგალიის სახელი ყოველთვის ყველაზე მაღალ დონეზე აჰყავდა. ძალიან მიხარია, რომ შემიძლია, მისგან ვისწავლო.
როდესაც რეალი გამოჩნდა, შეუძლებელი იყო „დიახ'' არ მეთქვა, ამაზე არც კი მიფიქრია. ამ გუნდის წინააღმდეგ ბევრჯერ მითამაშია და ვგრძნობ, რამდენად შთამბეჭდავია „ბერნაბეუ“. ითამაშო ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო კლუბში, დიდი პრივილეგიაა.'' - ბერნარდუ სილვა
ბერნარდუ სილვა რეალმა თავისუფალი აგენტის სტატუსით გაიფორმა. პორტუგალიელმა სამეფო კლუბთან 2-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
31 წლის ფეხბურთელი 2017-2026 წლებში მანჩესტერ სიტიში თამაშობდა, სადაც ჩატარებულ 460 მატჩში 76 გოლი გაიტანა და 77 საგოლე გადაცემა მიითვალა.
💬 @BernardoCSilva: “Cuando apareció el Real Madrid no me lo pensé dos veces". pic.twitter.com/VeV3TACNnE
— Real Madrid C.F. (@realmadrid) August 3, 2026