ნანი: "რონალდუს დასაკარგი დრო არ აქვს, მან მანჩესტერი უნდა დატოვოს..."
2 წლის წინ
ფეხბურთი
2 წთ
"დიდი ხანია ერთად არ გვითამაშია. ის ბავშვი აღარ არის. იცვლება დრო და შეიძლება შეიცვალოს რეაქციები და დამოკიდებულებებიც. მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ის იგივეს აკეთებს. მას არ უყვარს წაგება, რეაგირებს მაშინ, როცა გუნდი კარგად ვერ თამაშობს, უბრალოდ ახლა სხვა დროა. ის ისევ "მანჩესტერ იუნაიტედშია", თუმცა უმჯობესი იქნება თუ კლუბს მალე დატოვებს და წავა ისეთ გუნდში სათამაშოდ, სადაც მის შესაძლებლობებს უკეთ გამოიყენებს. რონალდუ უკვე ასაკშია და მგონია, რომ დასაკარგი დრო არ აქვს“.შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუ და ლუის ნანი ერთად პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებში და "მანჩესტერ იუნაიტედში" ასპარეზობდნენ. "წითელი ეშმაკების" შემადგენლობაში თანამემამულეები ერთად 2 წლის განმავლობაში, 2007-2009 წლებში თამაშობდნენ.