"ნაკრები არაფერ შუაშია, ბოლო მატჩებში უთამაშებლობის შემდეგ, ყველა ემოცია ერთად გამოვხატე" - ლოჩოშვილის კომენტარი აუსტრიასთან გოლის შემდეგ
4 წლის წინ
ფეხბურთი
2 წთ
"პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ძალიან ბედნიერი ვარ როგორც გუნდის მაისურით სადებიუტო გოლის გატანით, ისე მნიშვნელოვანი შეხვედრის მოგებით. რაც შეეხება აღნიშვნას, მინდა განვმარტო, რომ ეს არაფერ შუაშია საქართველოს ნაკრებთან და საქმე მხოლოდ ჩემს კლუბში არსებულ სიტუაციას ეხება. ბოლო ორ მატჩში არ მითამაშია და ამის მიზეზები არ ვიცი და როცა შანსი მომეცა, გოლი გავიტანე და ყველანაირი ემოციაც აქ გამოვხატე. მინდა საქართველოს ნაკრებს წარმატება ვუსურვო უახლოეს შეხვედრებში. იმედი მაქვს, საქართველოს ნაკრებში მალე მეც ვითამაშებ და გუნდს წარმატების მიღწევაში დავეხმარები", - თქვა "დინამო თბილისის" ყოფილმა ცენტრალურმა მცველმა ჩვენთან საუბრისას."ვოლფსბერგერის" კიდევ ერთი მცველი, გურამ გიორბელიძე, რომელიც ეროვნულ გუნდშია გამოძახებული, აღნიშნულ შეხვედრაში სათადარიგოთა სკამზე იყო. "ვოლფსბერგერს" 22 ტურის შემდეგ 33 ქულა აქვს, მეხუთე პოზიციას იკავებს და ერთი საფეხურით მაღლა მყოფ, ოთარ კიტეიშვილის გრაცის "შტურმს" 6 ქულით ჩამორჩება.