Belive

ნაგელსმანმა ლაიფციგს კონტრაქტის გაწყვეტა სთხოვა | ბაიერნის მომდევნო მწვრთნელის ვინაობა ცნობილია?!

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მიუნხენის "ბაიერნის" მომდევნო მწვრთნელის ვინაობა ცნობილია. გავრცელებული ინფორმაციით, ჰანსი ფლიკს იულიან ნაგელსმანი ჩაანაცვლებს, რომელმაც "ლაიფციგის" ხელმძღვანელობას კონტრაქტის გაწყვეტა სთხოვა. ნაგელსმანის თხოვნის შესახებ ინფორმაციას kicker-ი ავრცელებს. წყაროს მტკიცებით, 33-წლის გერმანელი სპეციალისტი "ლაიფციგის" მთავარი მწვრთნელის პოსტს 2023 წლის ივლისამდე იკავებს, თუმცა ნაგელსმანმა კონტრაქტის ნაადრევად გაწყვეტა ითხოვა. სპეციალისტების მტკიცებით, ნაგელსმანს "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელის პოსტის დაკავება სურს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ "ლაიფციგი" თანხმობას მხოლოდ 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ განაცხადებს. აღსანიშნავია, რომ ბუნდესლიგაში მსგავსი რამ არასდროს მომხდარა და მთავარი მწვრთნელის სანაცვლოდ 25 მილიონი ევრო არავის გადაუხდია. იულიან ნაგელსმანის თაობაზე, გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში იქნება მიღებული. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, DFB თასის ნახევარფინალში, "ლაიფციგი" ბრემენის "ვერდერს" დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები