Belive

ნაგელსმანი: ,,ზეწოლას ვგრძნობთ, მაგრამ ეს ფეხბურთის ნაწილია''

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, იულიან ნაგელსმანის თქმით, საკუთარ ქვეყანაში ევროპის ჩემპიონატზე თამაში განსაკუთრებული იქნება:

,,ჯერ კიდევ ახალგაზრდა მწვრთნელი ვარ და სამშობლოში ევროპის ჩემპიონატზე თამაში განსაკუთრებულ გრძნობებთანაა დაკავშირებული. პირველ მატჩს იმ ქალაქში ვატარებთ, სადაც ვიზრდებოდი და ვცხოვრობდი, ამას მოუთმენლად ველი!

რა თქმა უნდა, ზეწოლას ვგრძნობთ, მაგრამ ეს ფეხბურთის ნაწილია და ეიფორია უფრო დიდია...

გვაქვს შანსი, რომ ტურნირი წინაზე უკეთ დავიწყოთ, მაგრამ წარსულზე ლაპარაკი არ ღირს, მოდით, ვიფიქროთ იმაზე, სად ვართ ახლა და რისი მიღწევა გვსურს. თუ ევროპის ჩემპიონატს კარგად დავიწყებთ, შეიძლება, ყველაფერი მოხდეს!'' - იულიან ნაგელსმანი

ევროპის ჩემპიონატი დღეს გერმანიისა და შოტლანდიის შეხვედრით გაიხსნება. მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.

A ჯგუფში გერმანიასთან და შოტლანდიასთან ერთად, შვეიცარია და უნგრეთი იასპარეზებენ.

სხვა სტატიები