Belive

ნაგელსმანი თუ ლუის ენრიკე?! - ჩელსი დიდი დილემის წინაშეა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლონდონის "ჩელსი" ახალი მთავარი მწვრთნელის მოლოდინშია. ამჟამად "არისტოკრატების" დროებითი მწვრთნელი, ამავე კლუბის ლეგენდა - ფრენკ ლამპარდია, რომელიც სეზონის ბოლო კლუბს დატოვებს.

ლონდონური კლუბის მფლობელის - ტოდ ბოელის თქმით, ისინი ამ ეტაპისთვის მხოლოდ 2 კანდიდატურას განიხილავენ, გერმანელ - იულიან ნაგელსმანსა და ესპანელ - ლუის ენრიკეს.

მიუხედავად იმისა, რომ "არისტოკრატები" ნაგელსმანს უკვე გაესაუბრნენ და თითქმის გადაწყვეტილია, რომ გერმანელი თავკაცი ლონდონურ კლუბს მომავალი სეზონიდან გაუძღვება, ისინი არ ეშვებიან კომუნიკაციას ლუის ენრიკესთან, რომელმაც წარუმატებელი ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ესპანეთის ნაკრები დატოვა.

შეგახსენებთ, რომ "ჩელსი" პრემიერ ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. 31 ტურის შემდეგ, ლონდონელები პრემიერ ლიგის გათამაშებაში 39 ქულით, მე-11 პოზიციაზე იმყოფებიან.

სხვა სტატიები