Belive

ნაგელსმანი: ,,გერმანიის ნაკრების მწვრთნელობას არ ვნანობ''

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა, ავსტრიასთან მარცხის შემდეგ განაცხადა, რომ წაგების მიუხედავად, იმედგაცრუებული არ არის:

,,არ ვნანობ, რომ გერმანიის ნაკრებში მუშაობას დავთანხმდი, აქ მომწონს... უბრალოდ, ყველა იმ თვისების გამოყენებით, რაც გვაქვს, ამ სიტუაციიდან გამოსავალი უნდა ვიპოვოთ.

წაგება მტკივნეულია, მაგრამ იმედგაცრუებული არ ვარ! ახლა ნაკლები უნდა ვილაპარაკოთ და მოედანზე მეტი გავაკეთოთ.'' - იულიან ნაგელსმანი

ნაგელსმანის გუნდს სამი მატჩია არ მოუგია - ბუნდესნაკრებმა მექსიკასთან ფრედ (2:2) ითამაშა, თურქეთთან (2:3) და ავსტრიასთან (0:2) კი დამარცხდა.

სხვა სტატიები