ნაგელსმანი: ,,დღემდე ვერ ვხვდები, რატომ არ ნახა მსაჯმა გამეორება''
1 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
იულიან ნაგელსმანმა ევროპის ჩემპიონატზე, გერმანიისა და ესპანეთის ნაკრებების მატჩში, მსაჯის მიერ მიღებულ სკანდალურ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა:
,,საკუთარი თავი უნდა შევაქო იმის გამო, რომ იმ სიტუაციას ასე მშვიდად გავუმკლავდი. ეს ჩემთვის საკმაოდ უჩვეულოა.
ახლა ამ ყველაფერზე დიდად არ ვფიქრობ, რადგან ვეღარაფერს შევცვლი. დღემდე ვერ ვხვდები, რატომ არ ნახა მსაჯმა გამეორება...'' - იულიან ნაგელსმანი
ესპანეთსა და გერმანიას შორის, ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალური ეტაპის მატჩში, მარკ კუკურელიას მუსიალას დარტყმის შემდეგ ბურთი ხელზე მოხვდა, თუმცა შეხვედრის მსაჯმა, ენტონი ტეილორმა, თამაშის წესების დარღვევა არ დააფიქსირა.
რამდენიმე კვირის წინ, უეფას მსაჯთა კომიტეტმა განცხადება გაავრცელა და აღიარა, რომ ეპიზოდის შეფასებისას მსაჯი შეჯდა და პენალტი უნდა დანიშნულიყო.