Belive

ნაგელსმანი - ბარსელონას წინააღმდეგ საუკეთესო შემადგენლობით ვითამაშებთ

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში, "ბაიერნი" "ბარსელონას" დაუპირისპირდება. E-ჯგუფის განვლილ 5 ტურში, "რეკორდმაისტერმა" ხუთი გამარჯვება მოიპოვა და ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის საგზური ნაადრევად გაინაღდა. გერმანული გრანდისგან განსხვავებით, "ბარსელონა" რთულ მდგომარეობაში იმყოფება - "რეკორდმაისტერთან" მარცხის შემთხვევაში, კატალონიური გრანდი შესაძლოა ჯგუფში ჩარჩეს. თუ გავითვალისწინებთ გუნდების სათამაშო ფორმას, არაა გამორიცხული, რომ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფი "ბლაუგრანას" გარეშე ვიხილოთ. მიუხედავად იმისა, რომ სატურნირო თვალსაზრისით დაპირისპირება "ბაიერნისათვის" უინტერესოა, იულიან ნაგელსმანმა აღნიშნა, რომ "ბარსელონას" წინააღმდეგ საუკეთესო შემადგენლობას შეარჩევს და 3 ქულის მოპოვებას შეეცდება. შეგახსენებთ, ორ გრანდს შორის "კამპ ნოუზე" გამართული მატჩი "ბარსელონას" მარცხით, 0:3 დასრულდა.

სხვა სტატიები