ნაჩო ფერნანდესი კარიერას არაბულ კლუბში გააგრძელებს
6 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ნაჩო ფერნანდესმა მადრიდის "რეალი" დატოვა და საუდის არაბეთის კლუბ "ალ ქადისიაში" გადავიდა. ესპანელმა ფეხბურთელმა "სამეფო კლუბისგან" ერთწლიანი კონტრაქტი აღარ მიიღო და კლუბი 34 წლის ასაკში დატოვა. მისი ახალი გუნდი არაბეთის უმაღლეს ლიგაში დაწინაურდა.
გავრცელებული ინფორმაციით ნაჩომ სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და კლუბთან 2 წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
ესპანელი ფეხბურთელი მადრიდის "რეალს" 11 წლის ასაკში 2001 წელს შეუერთდა და მას შემდეგ მადრიდულ გუნდში ირიცხებოდა, 2011 წელს კი ჟოზე მოურინიოს მთავარი მწვრთნელობის პერიოდში მისი დებიუტიც შედგა.
"სამეფო კლუბში" 23 წლიანი კარიერის განმავლობაში მან 26 ტიტული მოიპოვა და 364 მატჩი ჩაატარა.