ნაჩხუბარი ევერტონელები შერიგდნენ
1 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
პრემიერ ლიგის მე-12 ტურში, მანჩესტერ იუნაიტედსა და ევერტონს შორის გამართულ შეხვედრაში, უცნაური ფაქტი დაფიქსირდა. მატჩის მე-13 წუთზე, ევერტონელმა იდრისა გეიემ წითელი ბარათი მიიღო და ხალხი, ვინც ეკრანებიდან ადევნებდა თამაშს თვალყურს, ცოტა ხნით ვერ მიხვდა რატომ დაიმსახურა სენეგალელმა ფეხბურთელმა გაძევება. როგორც გამეორებიდან გამოჩნდა, თანაგუნდელები, გეიე და მაიკლ კინი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, გეიემ კი საკუთარი გუნდის მცველს სახეში ხელი გაარტყა.
Toute la séquence qui mène à l'EXPULSION d'Idrissa Gueye !!! 🤯🤯🤯pic.twitter.com/ruof7XwB0d
— Instant Foot ⚽️ (@lnstantFoot) November 24, 2025
უპირველეს ყოვლისა, მინდა ბოდიში მოვუხადო მაიკლ კინს. მომხდარზე პასუხისმგებლობას მთლიანად მე ვიღებ. ბოდიშს ვუხდი ფანებს, გუნდელებს და კლუბს. ის, რაც მე გავაკეთე, არ ასახავს თუ ვინ ვარ სინამდვილეში და რა ფასეულობებს ვცემ პატივს. ემოციებმა იმძლავრა, თუმცა ეს გამართლება არაა. ასეთი რამ არასდროს განმეორდება. - დაწერა სოციალურ ქსელში იდრისა გეიემ
დღეს ფეხბურთელების შერიგების ვიდეოც გავრცელდა (იუმორისტული), სადაც ისინი ხელოვნურად მოწყობილ რინგზე კრივის ხელთათმანებით შედიან და შემდეგ ერთმანეთს ეხუტებიან.