მუსიალა: "16 წლის ასაკში იამალზე დიდი ფეხბურთი, არავის არასდროს არ უთამაშია..."
5 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
გერმანიის ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის მეოთხედფინალშია, სადაც ესპანეთს დაუპირისპირდება. შეხვედრა ხვალ, 20:00 საათზე, შტუტგარტშია ჩანიშნული.
უპრინციპულესი მატჩის წინ, გერმანიის ეროვნული ნაკრების ამომავალმა ვარსკვლავმა - ჯამალ მუსიალამ, ესპანეთის ნაკრების და მსოფლიო ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავზე, 16 წლის ლამინე იამალზე ისაუბრა.
"16 წლის ასაკში ამ დონეზე ყოფნა ნამდვილად საოცარია. მეტის თქმაც შემიძლია, 16 წლის ასაკში ფეხბურთი ასე მაგრად არასდროს არავის არ უთამაშია.
მეც ძალიან პატარა ასაკიდან ვთამაშობ ფეხბურთს, პროფესიონალურ დონეზეც დაახლოებით მაგ ასაკში დავიწყე თამაში, თუმცა 16 წლის ასაკში არ მქონდა ფიზიკური შესაძლებლობები პროფესიონალებთან ვარჯიშისთვის.
იამალს კი შეუძლია თანმიმდევრულად თამაში და ამ დონის შენარჩუნება. ძალიან მაგარი სანახავია. წარმატებებს ვუსურვებ მას მომავალში..." - ჯამალ მუსიალა
შეგახსენებთ, რომ ჯამალ მუსიალა 21 წლის არის და "ბაიერნის" ძირითადი გუნდის ღირსებას 2019/2020 წლების სეზონიდან იცავს, მას შემდეგ მან 163 მატჩი ჩაატარა, სადაც 43 გოლის გატანა და 31 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.