მურატ იაკინი: "არგენტინის განადგურება შეგვიძლია, თუმცა მსაჯების გვეშინია"
შვეიცარიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - მურატ იაკინმა, არგენტინასთან 1/4-ფინალური მატჩის წინ საინტერესო კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მას მოქმედი მსოფლიო ჩემპიონების არ ეშინია და დიდად არ აღემატება არგენტინა მის მიერ გაწვრთნილ გუნდს.
მოახლოებული მეოთხედფინალური ბრძოლის წინ, შვეიცარიელთა დამრიგებელმა პირდაპირ განაცხადა, რომ მოქმედი მსოფლიო ჩემპიონები „მოწყვლადები“ არიან და მათი დამარცხება სრულიად რეალურია.
"„დიახ, ჩვენ მსოფლიო ჩემპიონებს ვუპირისპირდებით და ამ შესაძლებლობაზე მშვენიერი ფეხბურთში არაფერია. თუმცა, მათ მიერ ჩატარებულ ბოლო ორ შეხვედრაში ნათლად გამოჩნდა, რომ არგენტინის ნაკრებისთვის ტკივილის მიყენება შესაძლებელია... მჯერა, რომ ჩვენი გუნდი მზად არის მსოფლიო ჩემპიონებს უდიდესი გამოწვევა მოუწყოს.
ჩვენ არგენტინის ნაკრების კი არ გვეშინია, ჩვენ მატჩის ოფიციალური პირების, მსაჯების გვეშინია“. - მურატ იაკინი
🚨🇨🇭 Switzerland manager Murat Yakin: "We are capable of shaking up Argentina." 👀 (@beinsports_FR) pic.twitter.com/I7VO6hxsri
— EuroFoot (@eurofootcom) July 9, 2026
შვეიცარიელი სპეციალისტის ასეთი ანალიზი არგენტინელთა ბოლო მატჩებიდან გამომდინარეობს. მსოფლიო ჩემპიონებმა კაბო ვერდესა და ეგვიპტის წინააღმდეგ ურთულესი, დამქანცველი და მძიმე შეხვედრები ჩაატარეს, სადაც სკალონის გუნდს ფიზიკური გადაღლა და დაცვაში აშკარა ხარვეზები დაეტყო.
არგენტინისა და შვეიცარიის დაპირისპირება 12 ივლისს, თბილისის დროით 05:00 საათზე შედგება.