Belive

Mundo Deportivo - მესი იმედოვნებს, რომ ლაპორტა მასთან შეხვედრას მოაწყობს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,პარი სენ ჟერმენის'' თავდამსხმელს, ლეო მესის, ,,ბარსელონას'' პრეზიდენტთან, ჟოან ლაპორტსთან სურს შეხვედრა. ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, არგენტინელი პარიზულ გუნდთან კონტრაქტის გახანგრძლივებას ჯერჯერობით არ აპირებს. სიტუაციას ,,ბარსელონა'' აკვირდება, თუმცა ფეხბურთელისთვის ვერ ახერხებს ისეთი წინადადების შეთავაზებას, რომელიც ფინანსურ ფეარ-პლეის არ არღვევს.

თებერვალში კატალონიური კლუბის პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტა, მესის მამას შეხვდა. თავად ლეო კი გუნდისგან უფრო სერიოზულ ნაბიჯებს ელის და იმედოვნებს, რომ ლაპორტა უშუალოდ მას შეხვდება.

მიმდინარე სეზონში მესის ანგარიშზე ,,პარი სენ ჟერმენის” მაისურით ჩატარებულ 34 შეხვედრაში 19 გოლი და 18 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები