Belive

Mundo Deportivo - ბარსელონამ გავის შემცვლელი უკვე იპოვა

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანეთისა და საქართველოს ნაკრებების შეხვედრაში ,,ბარსელონას'' ნახევარმცველმა, გავიმ, მძიმე ტრავმა მიიღო, რის გამოც თამაშს 7-9 თვე ვერ შეძლებს.

Mundo Deportivo-ს ცნობით, კატალონიურ გუნდში 19 წლის ფეხბურთელის სავარაუდო შემცვლელს ეძებენ და მთავარი კანდიდატი ,,ტოტენჰემისა'' და არგენტინის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი, ჯოვანი ლო სელსოა.

,,ბარსელონა'' არგენტინელით გასულ ზაფხულსაც ინტერესდებოდა, თუმცა ფეხბურთელი საბოლოოდ ლონდონურ კლუბში დარჩა.

კატალონიელები ლო სელსოს გადაბირებას იჯარით, იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, სეზონის ბოლომდე შეეცდებიან.

სხვა სტატიები