Forbes: "რეალი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული კლუბია"
Forbes-ის მიხედვით, "რეალ მადრიდი" ზედიზედ მე-3 წელია მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული კლუბია. საერთო ჯამში, უკანასკნელი 11 წლის განმავლობაში, რეალის ფასი 8-ჯერ იყო ყველაზე მაღალი. სამეფო კლუბის ფინანსური აღმავლობა საფეხბურთო შედეგებზეც საკმაოდ არის დამოკიდებული. მაგალითად, კლუბმა ბოლო 8 სეზონის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგა 4-ჯერ მოიგო (ამ სეზონში კიდევ ერთხელ აქვს შანსი) და ესპანეთის ჩემპიონატში ბოლო 3 წელში 2-ჯერ ჩემპიონი გახდა.
Forbes-ის დასკვნით, ზოგადად კლებების შემოსავლების ზრდა იმან განაპირობა, რომ კორონავირუსული ეპიდემიის შემდეგ, გუნდებმა შეამცირეს ან იგივე ანაზღაურება დაუტოვეს ფეხბურთელებს.
წელს მადრიდული კლუბი 6,6 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. 2023 წელს რეალი 6,07 მილიარდი ღირდა, 2022 წელს – 5,1 მილიარდი. 2021 წელს უძვირესი გუნდი "ბარსელონა" იყო - მაშინ კატალონიური კლუბი 4,76 მილიარდი დოლარი ღირდა.