მუნდიალი 2022 | ზლატკო დალიჩი: "იაპონელები ნამდვილი სამურაების მსგავსად იბრძოლებენ"
დღეს ხორვატიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში იაპონიას დაუპირისპირდება. მატჩის წინ, ჟურნალისტებთან გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ისაუბრა:
"ჩვენ მეტოქეს ძალიან დიდ პატივს ვცემთ. მათ ორი მსოფლიო ჩემპიონი, ესპანეთი და გერმანია დაამარცხეს. პირველი ტაიმის წაგების შემდეგ, საოცარი მენტალიტეტი და ხასიათი გამოავლინეს. იაპონიას ამტკიცებს, რომ პრესინგსა და მოედანზე გადაადგილებაში საუკეთესოები არიან. ჩემს მოთამაშეებს ვეუბნები, რომ ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ. იაპონელები ნამდვილი სამურაების მსგავსად იბრძოლებენ და თუ მოგვება გვინდა, ჩვენც იგივე გავაკეთოთ."
#Croatia head coach @DalicZlatko expects a tough #FIFAWorldCup Round of 16 encounter! Do you? 🇭🇷🇯🇵#Qatar2022 #Vatreni❤️🔥 pic.twitter.com/1qTlTdl8QL
— HNS (@HNS_CFF) December 4, 2022
"ხორვატიის საიდუმლო ფეხბურთელების ხარისხშია. ხორვატია ყველაზე პატარა ქევყანაა, რომელიც 1/8-ფინალში გავიდა, თუმცა, ჩვენი ოცნებები დიდია. მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი ზედიზედ მეორედ დავძლიეთ და ეს ჩვენი შრომის შედეგია. გვინდა გავახაროთ ჩვენი ხალხი. მთელი ქვეყანა კმაყოფილია ჩვენი შედეგებით და მსურს მათი ბედნიერება, რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს.
შეგახსენებთ, რომ დღევანდელი შეხვედრა 19:00 საათზე გაიმართება და აღნიშნული წყვილიდან გასული ბრაზილიასა და სამხრეთ კორეას შორის გამარჯვებულს დაუსპირისპირება.