Belive

მუნდიალი 2022 | ზლატკო დალიჩი: "ჩემს ფეხბურთელებს არაფერში ვადანაშაულებ, საწუწუნო არაფერი მაქვს"

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიოს 2018 წლის ვიცე-ჩემპიონი ხორვატიის ნაკრები კატარში მიმდინარე მუნდიალის ნახევარფინალურ ეტაპზე არგენტინის ნაკრების წინააღმდეგ - 0:3 დამარცხდა.

მატჩის დასრულების შემდეგ, ევროპული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ზლატკო დალიჩმა მისი გუნდის გამოსვლის შესახებ ისაუბრა.

"მინდა არგენტინის ნაკრებს ფინალში გასვლა მივულოცო, ხოლო რაც შეეხებათ ჩემს ბიჭებს, მათ არაფერში ვადანაშაულებ. ვფიქრობ, დაახლოებით პირველი 30 წუთის განმავლობაში თამაშის მიმდინარეობას ჩვენ ვაკონტროლებდით, მაგრამ ფორტუნა პირიქით მოგვიბრუნდა, ჩვენ არ გაგვიმართლა.

როგორ გავუშვით პირველი გოლი? ჩემმა ფეხბურთელებმა მსაჯს იმიტომ მიმართეს, რომ მან კუთხური არ დანიშნა და მაშინვე მივიღეთ შეტევა, რის შედეგადაც ჩვენს კარში 11-მეტრიანი დაინიშნა.

საკმაოდ კარგი მომენტები შევქმენით, მაგრამ ჩვენს თამაშს ორიგინალურობა აკლდა. შეტევაში გამწვავება არ ყოფილა - ნამდვილი თავდამსხმელი დაგვაკლდა.

დიახ, ეს მატჩი წავაგეთ, თუმცა საწუწუნო არაფერი მაქვს. დარჩენილი მატჩისთვის უნდა მოვემზადოთ - წინ მესამე ადგილისთვის შეხვედრა გველის", - თქვა ხორვატმა სპეციალისტმა.

მსოფლიოს მოქმედი ვიცე-ჩემპიონი და 1998 წლის მუნდიალის მესამეადგილოსანი ნაკრები ამ წოდების კიდევ ერთხელ მოსაპოვებლად 17 დეკემბერს, "ხალიფას საერთაშორისო სტადიონზე" საფრანგეთისა და მაროკოს ნაკრებების ნახევარფინალურ ბრძოლაში დამარცხებული ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები