Belive

მუნდიალი 2022 | როდრი: "ფეხბურთმა არ იცის რა არის სამართლიანობა - პენალტები ლატარეაა"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის მერვედფინალურ ეტაპზე, მაროკოს ნაკრებთან უგოლოდ დასრულებული ძირითადი დროისა და დამატებითი ტაიმების შემდეგ, პენალტების სერიაში (0:3) დამარცხებული ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველმა, როდრიმ თავისი გუნდის გამოსვლა შეაფასა.

"ჩვენ ველოდით, რომ მეტოქე გუნდს ისევ ყველა მოთამაშე კარის ხაზის სიახლოვეს ეყოლებოდა. ასეთი ფეხბურთი გამაღიზიანებელია, რადგან თამაში რთულია.

მინდოდა უფრო შორს წავსულიყავით, ვისურვებდი, რომ უმაღლესი ძალები პენალტების სერიაში დაგვხმარებოდნენ, რადგან დავიმსახურეთ უფრო შორს წასვლა. მთელი ძალა გავიღეთ, მაგრამ რაც გამოვიდა, გამოვიდა.

ფეხბურთს არ ესმის რა არის სამართლიანობა, მას ესმის მხოლოდ ერთი რამ - მომენტი, როცა ბურთი კარშია. იმისდა მიუხედავად, რასაც ზოგი ამბობს, პენალტები ლატარეაა.

მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მხარი დაგვიჭირა, ყველაფერი გავეცით, მაგრამ ვერ მოვიგეთ", - თქვა "მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველმა.

მუნდიალის 1/4-ფინალურ ეტაპზე აფრიკული ნაკრები პორტუგალიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. მატჩი "ალ თუმამას" სტადიონზე 10 დეკემბერს გაიმართება და თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები