Belive

მუნდიალი 2022 | ოტო ადო: "განას ყველა ნაკრების დამარცხება შეუძლია..."

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

განას ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - ოტო ადომ, მსოფლიო ჩემპიონატის წინ ჟურნალისტებთან პრესკონფერენცია გამართა, სადაც მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე მისი ნაკრების შესაძლო შანსებსა და საკუთარ სადებიუტო შეჯიბრზე ისაუბრა.

ბუნდესლიგის ყოფილი მოთამაშე, რომელსაც "ჰანოვერში", "დორტმუნდში", "მაინცში" და მშობლიურ კლუბ "ჰამბურგში" უთამაშია, განას ნაკრების მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა, თუმცა მოგვიანებით იგი ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად აირჩიეს. მას იმედი აქვს, რომ განას ეროვნულ ნაკრებს ახალ მწვერვალებს დააპყრობინებს.

"ეს ფეხბურთია და ყველაფერი შესაძლებელია. როგორც უკვე ვთქვი, ჯგუფში სამი ძლიერი მეტოქე გვყავს. თუ ჩვენ ვერ შევძლებთ ჩვენი ტაქტიკის გამოყენებას, მაშინ ჯგუფიდან გასვლა ძალიან რთული იქნება. მითუმეტეს, რომ პორტუგალია, ურუგვაი და კორეის რესპუბლიკა ძალიან ძლიერი მეტოქეები არიან, რომლებსაც აქვთ კარგი თვისებები მოედანზე და მის გარეთ. რთული იქნება მათთან კონკურენცია, მაგრამ, როგორც უკვე ვთქვი, ჩვენ გვაქვს მათი დამარცხების შესაძლებლობა. თუ ჯგუფიდან გავედით შემდეგ ყველაფერი შესაძლებელია, რადგან განა ძალიან ძლიერი ნაკრებია".

განას ნაკრების შემადგელობა მსოფლიო ჩემპიონატისთვის

შეგახსენებთ, რომ ოტო ადო განას ნაკრების მთავარი მწვრთნელი 2022 წელს გახდა, მაქამდე იგი "დორტმუნდის ბორუსიას" ახალგაზრდული გუნდის მთავარი მწვრთნელი იყო.

სხვა სტატიები