მუნდიალი 2022 | ნოიერმა მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი ფავორიტები დაასახელა
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
გერმანიის ეროვნული ნაკრების მეკარე, მანუელ ნოიერი, ყატარის მსოფლიო ჩემპიონატის უმთავრეს ფავორიტად არგენტინისა და ბრაზილიის ნაკრებებს მიიჩნევს:
,,სამხრეთამერიკული ნაკრებები ახლა შესანიშნავ ფორმაში არიან, ამიტომ ტიტულის მთავარ პრეტენდენტებად არგენტინა და ბრაზილია ითვლებიან,'' - განაცხადა ნოიერმა.
არგენტინა მსოფლიო ჩემპიონატის C ჯგუფში საუდის არაბერთის, მექსიკისა და პოლონეთის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს. ბრაზილიის მეტოქები კი ჯგუფურ ეტაპზე სერბეთი, შვეიცარია და კამერუნი იქნებიან.
მსოფლიო ჩემპიონატი დღეს ყატარისა და ეკვადორის შეხვედრით გაიხსნება.