Belive

მანუელ ნოიერმა იკერ კასილასის რეკორდი გააუმჯობესა

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში მიუნხენის ,,ბაიერნმა” ლონდონის ,,არსენალს'' უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.

,,რეკორდმაისტერის” მეკარემ, მანუელ ნოიერმა, მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე გოლი 58-ე შეხვედრაში არ გაუშვა, რითაც ლეგენდარული ესპანელის - იკერ კასილასის რეკორდი გააუმჯობესა.

ასეთი შედეგის დასაფიქსირებლად ნოიერს 138 მატჩის ჩატარება დასჭირდა, იკერმა კი ეს 177 თამაშში შეძლო.

ნოიერისა და კასილასის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე მეტჯერ მშრალად შენახული კარი ჯანლუიჯი ბუფონის ანგარიშზეა (52).

სხვა სტატიები